ყურადღება მიაქციეთ პირველ სამ ინგრედიენტს!#
ინგრედიენტები მოცემულია შემადგენლობაში მათი ხვედრითი წილის კლების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ პირველი რამდენიმე პუნქტი წარმოადგენს საკვების ძირითად კომპონენტებს.
- მაღალი ხარისხის ნიშანი: პირველი 1-3 ინგრედიენტი უნდა იყოს კონკრეტულად და ცალსახად ქათმის(ბატკნის, ინდაურის და ა.შ.) ხორცის (და არა “ხორცის სუბპროდუქტები” ან “ცხოველური წარმოებულები” ან “ცხოველური პროტეინი” ან ზოგადად “ორაგული”, “ცხვარი”, “ინდაური”). კარგი მაგალითები: ქათმის(ბატკნის, ინდაურის და ა.შ.) ხორცი, დეჰიდრატირებული/გამომშრალი ქათამი (ბატკანი, ცხვარი და ა.შ.).
- საგანგაშო ნიშანი: თუ სიის დასაწყისში ფიგურირებს მარცვლეული, ბურღულეული ან მცენარეული ცილები (მაგ., სიმინდის ფქვილი, ხორბალი, ბრინჯი, სოიოს ფქვილი), ეს ნიშნავს, რომ საკვების დიდი ნაწილს შეადგენს იაფი შემავსებელი და არა ცხოველური ცილა, რომელიც კატისთვის აუცილებელია. თუ წერია ზოგადად “ორაგული”, “ცხვარი”, “ინდაური” ეს ნიშნავს რომ მწარმოებელი ერიდება კონკრეტულად ორაგულის, ცხვრის, ინდაურის და ა.შ. ხორცის დაწერას. ამას კი უმიზეზოდ არავინ აკეთებს.
შეამოწმეთ ცილის წყარო!#
კატები არიან ობლიგატური მტაცებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხოველური და არა მცენარეული ცილა.
- “ქათმის(ბატკნის, ინდაურის და ა.შ.) ხორცი” თუ წერია კარგია, მაგრამ ასეთი ხორცი შეიცავს ბევრ სითხესაც, რაც ნიშნავს, რომ გაშრობის შემდეგ მისი პროპორცია შემადგენლობაში მცირდება.
- “ქათმის(ბატკნის, ინდაურის და ა.შ.) დეჰიდრატირებული ხორცი” თუ წერია, ეს იდეალურია, რადგან ეს არის ხორცი, რომელსაც წყალი უკვე გამორთმეული აქვს. ის უფრო კონცენტრირებული ცილის წყაროა და უკეთესი ვარიანტია, თუ სიის სათავეშია.
- “ხორცის სუბპროდუქტები” თუ წერია, ეს შეიძლება იყოს ღვიძლი, თირკმელი, გული და ა.შ., რაც კატისთვის მკვებავია, მაგრამ თუ არ არის კონკრეტულად მითითებული წყარო (მაგ., “ქათმის სუბპროდუქტები”), აქ უკვე ხარისხის გარანტია ნაკლებია.
მოერიდეთ ბუნდოვან ტერმინებს: მოერიდეთ ისეთ ბუნდოვან ფორმულირებებს, როგორიცაა “ცხოველური წარმოებულები”, “ცხოველური პროტეინი”, “ხორცი და ცხოველური სუბპროდუქტები” კონკრეტული წყაროს მითითების გარეშე.
მოერიდეთ შემავსებლებსა და მცენარეულ ცილებს#
დაბალი ხარისხის საკვების წარმოებისას იყენებენ იაფ შემავსებლებს, რათა ხელოვნურად გაზარდონ პროდუქტის მოცულობა და ცილის პროცენტული მაჩვენებელი.
- სიმინდი, ხორბალი და სოია: მიუხედავად იმისა, რომ კატას შეუძლია მარცვლეულის მხოლოდ მცირე დოზით მონელება, დიდი რაოდენობით სიმინდი, ხორბალი ან სოია გამოიყენება როგორც შემავსებელი და ცილის იაფი ალტერნატივა. კატები ვერ ითვისებენ ამ მცენარეულ ცილებს ისევე ეფექტურად, როგორც ცხოველურს.
- ცელულოზა: შეიძლება მიუთითებდეს იაფ შემავსებელზე.
დანამატები და კონსერვანტები#
- ხელოვნური საღებავები, არომატიზატორები და კონსერვანტები: ასეთი ქიმიური ნივთიერებები აბსოლუტურად არ არის საჭირო კატის კვებისთვის და ზოგიერთ მათგანს ჯანმრთელობისთვის რისკიც კი მოაქვს. მაგალითად, არ შეიძინოთ სხვადასხვა ფერის, როგორც წესი წითელი და მწვანე, გრანულებისგან შემდგარი საკვები. ეს ხელოვნური საღებავებია და მავნებელია კატებისთვის. მათი დანიშნულება მხოლოდ ისაა, რომ მყიდველს ხორცისა და ბოსტნეულის ასოციაცია შეუქმნას.
- საგანგაშო ქიმიური კონსერვანტები: BHA, BHT, ეთოქსიქვინი (Ethoxyquin). სასურველია, საკვები შენახული იყოს ბუნებრივი კონსერვანტებით, როგორიცაა ტოკოფეროლები (ვიტამინი E).
ეძებეთ აუცილებელი ნივთიერებები#
დარწმუნდით, რომ საკვები შეიცავს კატისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს.
- ტაურინი: ეს არის აუცილებელი ამინომჟავა კატებისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გულის ჯანმრთელობისა და მხედველობისთვის. ის თითქმის ყოველთვის დამატებული უნდა იყოს, განსაკუთრებით მშრალ საკვებში.
- ცხიმოვანი მჟავები: ომეგა-3 და ომეგა-6 (მაგ., თევზის ზეთი ან სელის თესლი) მნიშვნელოვანია ჯანმრთელი კანისა და ბეწვისთვის. ეს არის პოლიუჯერცხიმოვანი მჟავები (PUFAs), რომლებიც აუცილებელია კატისთვის, რადგან მათ დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს.
[ninja_tables id=”5638″]
- კალციუმი და ფოსფორი (Ca:P) ორი უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და გადამწყვეტ როლს თამაშობენ ჩონჩხის ჯანმრთელობისა და მეტაბოლიზმის რეგულირებაში.
[ninja_tables id=”5635″]
დასკვნა#
მაღალი ხარისხის კატის საკვები იწყება ხორცით, როგორც პირველი და მთავარი ინგრედიენტით, შეიცავს კონცენტრირებულ ცხოველურ ცილას, აუცილებელ ნივთიერებებს (ტაურინი) და არ აქვს ზედმეტი შემავსებლები, ხელოვნური კონსერვანტები და საღებავები. თუ ყურადღებით წაიკითხავთ შემადგენლობას, შეძლებთ დაიცვათ თქვენი კატა დაბალი ხარისხის პროდუქტებისგან.








