რა კატეგორიის კატის საკვები არსებობს და რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? მაგალითად, განსხვავება მშრალ და სველ საკვებს შორის მხოლოდ ტენიანობაში კი არა, შემადგენლობაშიც არის. ამის გამო საკვების ზოგიერთი კატეგორია გამოსადეგია როგორც მუდმივი ძირითადი კვება, სხვები კი სჯობს მხოლოდ რაციონის დანამატად იქნას გამოყენებული.
კატის მშრალი საკვები#
საკვების ეს კატეგორია შექმნილია იმისთვის, რომ იყოს კატების ძირითადი რაციონი. კარგ მშრალ საკვებში არის ბევრი ცხოველური ცილა, ცხოველური ცხიმები, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების წყაროები (მაგალითად, ბრინჯი, ქერი ან სპეციალურად დამუშავებული კარტოფილი), ბოსტნეული (როგორც უჯრედისის წყარო). ასევე მშრალი საკვები შეიცავს სხვადასხვა დამატებით ინგრედიენტებს და ვიტამინურ-მინერალურ დანამატებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველის ორგანიზმს მისთვის აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით. თუმცა, შემავალი სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა დამოკიდებულია საკვების ხარისხზე. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით შინაური ცხოველების მშრალი საკვები იყოფა შემდეგ ძირითად კლასებად:
- ჰოლისტიკური კლასის საკვები კატებისთვის – ცილის წყაროდ გვევლინება ახალი ან დეჰიდრირებული ხორცი. შემადგენლობაში არ გამოიყენება სიმინდისა და ხორბლის გლუტენი. ნახშირწყლების სახით გამოიყენება სპელტა, შვრია, ბარდა, კარტოფილი. არ არის ინგრედიენტები ზოგადი, ბუნდოვანი ფორმულირებებით და გაურკვეველი ხარისხით. აქვს კარგი ვიტამინურ-მინერალური დანამატი. ყველა ტექნოლოგიური დანამატი (კონსერვანტები, შემასქელებლები და ა.შ.) მხოლოდ და მხოლოდ ნატურალურია და სრულიად უსაფრთხოა ცხოველის ორგანიზმისთვის.
- სუპერ პრემიუმ კლასის საკვები – ცილის ძირითადი წყარო ასევე ხორცის ინგრედიენტებია, მაგრამ მათი პროცენტული შემცველობა ჩვეულებრივ ნაკლებია. ხორბალი და სიმინდი აქაც არ არის, მაგრამ შეიძლება იყოს ბრინჯი, მცირე რაოდენობით ქერი ან შვრია. ვიტამინურ-მინერალური დანამატი კარგია. კონსერვანტები გამოიყენება ნატურალური, მაგრამ არა ყოველთვის.
- პრემიუმ კლასის საკვები – ხორცის ინგრედიენტების გარდა აქ დიდი რაოდენობით შეიძლება იყოს მცენარეული ცილა. როგორც წესი, ეს არის სიმინდის გლუტენი, იშვიათად ხორბლის გლუტენი. ვიტამინურ-მინერალური დანამატი კარგია ან არც ისე ცუდი. ინფორმაცია გამოყენებული კონსერვანტების შესახებ ხშირად მითითებული არ არის, ისინი შეიძლება იყოს როგორც ნატურალური, ისე სინთეტიკური. ცხოველური წარმოშობის ცილები ამინომჟავური შემადგენლობით უფრო მდიდარია, ვიდრე მცენარეული ცილები. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი შეიცავენ კატის ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ამინომჟავას, მაშინ როცა მცენარეულში – ყველა არ არის. მეტიც, ბევრი მცენარეული ცილა (იგივე სიმინდის და ხორბლის გლუტენი) ბევრად უფრო ცუდად აითვისება კატის მომნელებელი სისტემის მიერ.
- ეკონომ კლასის საკვები კატებისთვის – ძირითადი ინგრედიენტები მითითებულია ზოგადი, ბუნდოვანი ფრაზებით, მათ შორის ცხოველური ცილის წყაროებიც (მაგალითად, “ხორცი და ხორცპროდუქტები”). გამოყენებული მცენარეული ცილაც ხშირად არ არის დაზუსტებული. არ არის დაზუსტებული ძირითადი ინგრედიენტების პროცენტული შემცველობაც. ამის გამო შეუძლებელია იმის გაგება, თუ რამდენი ცხოველური ცილაა შემადგენლობაში და რამდენი მცენარეული. ხშირად არ არის დაზუსტებული გამოყენებული მარცვლეულიც კი (უბრალოდ წერია “მარცვლეული”). ვიტამინურ-მინერალური დანამატი მინიმალურია. ინფორმაცია კონსერვანტებისა და სხვა ტექნოლოგიური დანამატების შესახებ არ არის. შეიძლება იყოს საღებავები.
სველი საკვები#
მზა კვების კიდევ ერთი გავრცელებული კატეგორია კატებისთვის არის სველი საკვები. ისევე როგორც მშრალი, შემადგენლობის ხარისხის მიხედვით ისინი შეიძლება დაიყოს იმავე კლასებად. სველ საკვებს შორის შეიძლება გამოიყოს სამი განსხვავებული ტიპი:
- ხორცის ნაჭრები კონსერვის ქილებში. როგორც წესი, ეს ხარისხით საუკეთესო სველი საკვებია. მათი კარგი შემადგენლობის წაკითხვა არა მხოლოდ შეფუთვაზე შეიძლება, არამედ დანახვაც – უბრალოდ ქილის გახსნით. იქ იქნება ნამდვილი ხორცის ნაჭრები ან თევზის ფილე, რომელთა შორის შეიძლება იყოს ცოტა ბოსტნეული და ბულიონი. არანაირი კონსერვანტები, მარცვლეული და სხვა არასასურველი ინგრედიენტები. მაგრამ მათ მინუსიც აქვთ, ხშირად ეს საკვები არ არის სრულრაციონიანი, მათი მიცემა შეიძლება მხოლოდ როგორც სასუსნავი.
- პაშტეტები. ეს სველი საკვები შემადგენლობით შეიძლება იყოს როგორც წინა ტიპზე არანაკლები, ისე არსებითად უარესიც, რადგან პაშტეტში შეიძლება დაიმალოს სხვადასხვა სუბპროდუქტები. ზოგჯერ ეს სასარგებლო სუბპროდუქტებია (გული, ღვიძლი), ზოგჯერ კი ისინი არ არის დაზუსტებული და ამიტომ არაფერია გასაგები. შეიძლება იყოს ბრინჯი ან მარცვლეული, მარილი, სხვა ტექნოლოგიური დანამატები.
- ნაჭრები სოუსში ან ჟელეში. როგორც წესი, ამ საკვებში ყველაზე ხშირად გვხვდება “დაფარული” შემადგენლობა. შემადგენლობა ხშირად დაწერილია ზოგადი, ბუნდოვანი ფრაზებით (“ქათამი”, “ბოცვერი”, “მარცვლეული”), გაურკვეველია არის თუ არა ხორცი და რამდენი, რა სუბპროდუქტებია და ა.შ. ხშირად შეიძლება იყოს მარცვლეული (ამასთან არ არის დაზუსტებული, რომელი და რა რაოდენობით), შაქარი, დაუზუსტებელი გემო-არომატული დანამატები.
ვეტერინარული, სამკურნალო საკვები#
ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი კლასის გარდა, ძალიან ბევრი მწარმოებელი უშვებს ვეტერინარული კლასის როგორც მშრალ, ასევე სველ საკვებსაც. პირველი განკუთვნილია ჯანმრთელი კატების მიერ ყოველდღიური მოხმარებისთვის. მეორე ინიშნება ვეტერინარი ექიმების მიერ მოკლე ხნით გარკვეული დაავადებების დროს. როგორც წესი, ვეტერინარული საკვების შემადგენლობა განსხვავდება გარკვეული ნივთიერებების შემცირებული ან გაზრდილი შემცველობით, რაც ხელს უწყობს კონკრეტული დაავადებების პროფილაქტიკას ან მკურნალობას. ამიტომ ვეტერინარული საკვების გამოყენება ჯანმრთელი ცხოველების ყოველდღიურად გამოსაკვებად არ შეიძლება.
კატის უმი საკვები#
კატებისთვის მზა კვების რაციონების ყველაზე ნაკლებად გავრცელებული კატეგორიაა უმი საკვები. ისინი ყველაზე ახლოსაა კატების ბუნებრივ კვებასთან, თუმცა ყველაზე ნაკლებად მოსახერხებელია შენახვისა და ტრანსპორტირების თვალსაზრისით. მიზეზი – ეს საკვები იყიდება გაყინული სახით. შესაბამისად, მათი მიწოდება წარმოებისგან დაშორებულ რაიონებში უფრო რთულია და მათი შენახვა საყინულის გარეშე შეუძლებელია. როგორც წესი, ასეთი საკვების პოვნა მხოლოდ დიდ ქალაქებში და ადგილობრივი წარმოებისა შეიძლება. ამ საკვების მთავარი მინუსი თერმული დამუშავების არქონა და სხვადასხვა მიკროორგანიზმებით დაინფიცირების დიდი რისკია.
სასუსნავები#
მშრალი, სველი და უმი საკვების გარდა ასევე არსებობს სხვადასხვა სასუსნავები კატებისთვის. ეს შეიძლება იყოს გამოყვანილი ხორცის ან სუბპროდუქტების ნაჭრები, მშრალი საკვების გრანულების მსგავსი რამ (ოღონდ შემადგენლობით ძლიერ განსხვავებული), საღეჭი ჩხირები და ა.შ. და ა.შ. ყველა ეს სასუსნავი შეიძლება იქნას გამოყენებული შინაური ცხოველის გასანებივრებლად ან წახალისების სახით, მაგრამ არა როგორც მუდმივი კვების რაციონი.
შეჯამება#
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატების კვების ძირითად რაციონად განკუთვნილია მშრალი საკვები და ზოგიერთი სველი საკვები, ხოლო არასრულრაციონიანი სველი და სხვადასხვა სასუსნავები (სუპები, ბალიშები, საღეჭი ჩხირები და ა.შ.) უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ რაციონის დანამატების სახით.








