კატის მშრალი საკვები Advance (“ედვანსი”, “ადვანსი”) იწარმოება ესპანეთში, კომპანია Affinity Petcare S.A.-ს მიერ. ოფიციალური საიტია – https://www.advancepetfood.com, მასზე განთავსებულია ინფორმაცია საკვების მთელი ხაზის შესახებ (შეგიძლიათ იხილოთ შემადგენლობა, კვების რეკომენდაციები და ა.შ.).
Advance-ის საკვების შემადგენლობა#
გავეცნოთ Advance-ის საკვების შემადგენლობას Adult Cat Chicken & Rice (ზრდასრული კატებისთვის ქათმითა და ბრინჯით) ვარიანტის მაგალითზე.
პირველი ინგრედიენტია – ქათამი 21%, ცილის წყარო. შემდგომ არის ცხოველური ცილის კიდევ სხვა წყაროები – ფრინველის მშრალი ცილები, ცხოველური წარმოშობის ცილების ჰიდროლიზატი, ღორის მშრალი ცილები, კვერცხის ფხვნილი, თევზის ცილების ჰიდროლიზატი, პლაზმატური ცილები. არის მცენარეული ცილის წყაროებიც – სიმინდის გლუტენის ფქვილი.

ანალიზში მითითებული 35% ცილების დიდი ნაწილი – ცხოველური წარმოშობისაა, რაც კარგია. თუმცა, ისინი აშკარად არ არის უმაღლესი ხარისხის, რადგან გამოიყენება არა ხორცი, არამედ ზოგადი და ბუნდოვანი ფორმულირების მქონე ინგრედიენტები. მაგალითად, “ფრინველის მშრალი ცილები” შეიძლება სულაც არ იყოს ხორცისგან დამზადებული.
ცხოველური წარმოშობის ცილების ჰიდროლიზატი, თევზის ცილების ჰიდროლიზატი – ასევე წარმოადგენენ ნატურალურ გემოვნურ და არომატულ დანამატებს. სიმინდი, ბრინჯი, ხორბალი – ნახშირწყლების წყაროებია. ცხოველური ცხიმები და თევზის ქონი – ცხიმოვანი მჟავების წყაროებია.
საფუარი – B-ჯგუფის ვიტამინების წყაროა. მარილი – არა მხოლოდ გემოვნური დანამატია, არამედ ნაწილობრივ ასრულებს კონსერვანტის ფუნქციასაც, ასევე წარმოადგენს ნატრიუმის წყაროს. კალიუმის ქლორიდი – კალიუმის მარილი, კალიუმის წყარო. ბუნებრივი პოლიფენოლები – ანტიოქსიდანტებია.
პლუსები და მინუსები#
Advance-ს საკვების ღირსებებს შეიძლება მივაკუთვნოთ:
- პროტეინების დიდი ნაწილი ცხოველური წარმოშობისაა (უფრო სასარგებლოა და უკეთ აითვისება, ვიდრე მცენარეული);
- ფართო ხაზი, ყოველდღიურის გარდა არის ვეტერინარული საკვებიც;
- ვიტამინების, მინერალების და სხვა სასარგებლო ნივთიერებების კარგი შემცველობა;
- შედარებით დაბალი ფასი.
ნაკლოვანებები შემდეგია:
- ხორცის ინგრედიენტების ზოგადი, ბუნდოვანი ფორმულირებები;
- გამოიყენება სიმინდის გლუტენი, სიმინდი, ხორბალი (ეს ტიპურია პრემიუმ კლასისთვის);
- დანამატებში არის წარწერა “ანტიოქსიდანტებით”, მაგრამ არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომლით.
დასკვნები Advance-ს საკვების შესახებ#
Advance-ს საკვებს აქვს ფართო ასორტიმენტი სტერილიზებული კატებისთვის. ცხიმების დაბალი და ცილების მაღალი პროცენტი ეხმარება კატებს, არ მოიმატონ წონაში, რაც განსაკუთრებით გავრცელებულია ოპერაციის ჩატარებიდან პირველი 6-8 თვის განმავლობაში.
ასევე არ არის კალიუმის, მაგნიუმის და ფოსფორის ჭარბი რაოდენობა – ეს ამცირებს შარდკენჭოვანი დაავადების განვითარების საფრთხეს, თუმცა ახლა გაჩნდა კვლევები, რომ კასტრირებას არ აქვს პირდაპირი კავშირი ქვების წარმოქმნასთან, ამისკენ მიდრეკილია პრაქტიკულად ყველა კატა, ამიტომ მინერალური ნივთიერებების რაოდენობას თვალყური ყოველთვის უნდა ვადევნოთ.
სამწუხაროდ, შემადგენლობაში ცილის მაღალი დონე მიღწეულია ძირითადად მცენარეული პროტეინების დამატების შედეგად, ძირითადად სიმინდის, მაგრამ დამატებითი პლუსია, რომ მარცვლეულის პროტეინები ცალკეა გამოყოფილი, ანუ ნახშირწყლები საკვებში არ არის გადაჭარბებული, თუმცა არც ცოტაა.
Advance-სზე გადასვლას პირველ რიგში ვურჩევდით მათ, ვინც კატებს ეკონომ და პრემიუმ კლასის საკვებით კვებავს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში აქ ფასი პრაქტიკულად იგივეა, მაგრამ ინგრედიენტები უფრო დაბალანსებულია და შემადგენლობა გააზრებული. თუმცა თუ გაქვთ სახსრები უფრო ძვირადღირებული საკვების შესაძენად, სჯობს ასე მოიქცეთ.
ინტერნეტში Advance-ის კატის საკვების შესახებ ძირითადად დადებითი შეფასებებია, თუმცა არის ცოტაოდენი ნეგატიურიც. არსებობს შეკითხვები შემადგენლობაში ინგრედიენტების ხარისხთან დაკავშირებითაც.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკვები ამჟამად პოპულარულ Royal Canin-ზე ან 4 თათზე ნამდვილად უკეთესია.








