პირველ რიგში უნდა უპასუხოთ შეკითხვას, რატომ აკეთებთ ამას? კატას ზეთისხილი არ ჭირდება. ის არ შეიცავს არაფერს ისეთს, რაც აუცილებელი იქნებოდა კატის ორგანიზმისთვის. მაშინ რატომ გინდათ რომ მას ზეთისხილი აჭამოთ, გასართობად? ვიღაცამ გითხრათ ან სადმე წაიკითხეთ, რომ კატა ზეთისხილის სუნზე ისევე რეაგირებს, როგორც კატაპიტნაზე და გინდათ ეს საკუთარი თვალით ნახოთ? რას ვიზამთ, ნებისმიერს აქვს უფლება იყოს იდიოტი.
დიახ, შეგიძლიათ აჭამოთ. ზოგადად, ზეთისხილი კატისთვის მომწამვლელი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც, როგორც იდიოტმა, უნდა გაითვალისწინოთ.
მარილიანობა#
კონსერვირებული ზეთისხილი დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს. კატის ორგანიზმისთვის ზედმეტი მარილი საზიანოა და შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია ან, უკიდურეს შემთხვევაში, ნატრიუმით მოწამვლა.
კურკა#
თუ ზეთისხილს კურკა აქვს, ის გაჭედვის ან დახრჩობის საფრთხეს წარმოადგენს. ასევე, კურკამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების გაუვალობა.
დანამატები#
ხშირად ზეთისხილი დამარინადებულია ნიორით, ხახვით ან სხვადასხვა სანელებლებით. ნიორი და ხახვი კატისთვის ტოქსიკურია და აზიანებს მათ სისხლის წითელ უჯრედებს. ასევე, მოერიდე ფარშირებულ ზეთისხილს (მაგალითად, წიწაკით ან ლიმონით სავსეს).
უცნაური მიზიდულობა#
ბევრი კატა ზეთისხილის სუნზე ისევე რეაგირებს, როგორც კატაპიტნაზე (Catnip). ეს იმიტომ ხდება, რომ ზეთისხილი შეიცავს ქიმიურ ნაერთებს სახელწოდებით ოლეუროპეინი, რომელიც მიეკუთვნება იროდოიდების ქიმიურ ნივთიერებათა ჯგუფს, რომლებიც კატაპიტნაში არსებული ნივთიერების მსგავსია. ამან შეიძლება კატა დროებით ძალიან აღაგზნოს.
მიზეზი, რის გამოც ზოგიერთი კატა ასე რეაგირებს ზეთისხილზე (და მის ფოთლებზეც), განსაკუთრებით მწვანეზე, არის ქიმიური ნაერთი, რომელსაც ეწოდება იზოპრენოიდი, რომელიც სტრუქტურულად ჰგავს ნეპეტალაქტონს. ნეპეტალაქტონი არის აქტიური ნივთიერება, რომელიც გვხვდება კატაპიტნაში (catnip) და იწვევს იმ ცნობილ ეიფორიულ რეაქციას კატებში.
როდესაც კატა გრძნობს ამ ნაერთს ზეთისხილში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ქცევები, როგორიცაა:
- გახახუნება
- კოტრიალი
- კრუტუნი
- ნერწყვდენა
- ზეთისხილის ჭამის მცდელობა
- მასთან თამაში და აქეთ-იქით ტარება, როგორც ძვირფასი ნადავლისა.
ეს რეაქცია ჩვეულებრივ გრძელდება დაახლოებით 5-დან 15 წუთამდე, ზუსტად ისე, როგორც კატაპიტნაზე რეაგირების სეანსი.
მწვანე თუ შავი ზეთისხილი#
აქვს ამას მნიშვნელობა? მოკლე პასუხი? დიახ. მწვანე ზეთისხილს აქვს ოლეუროპეინის უფრო მაღალი დონე, რაც მას უფრო მეტად ხდის იმ ეიფორიული, თავბრუდამხვევი ქცევის გამომწვევად.
შავი ზეთისხილი მომწიფებული ვერსიაა და დამუშავების (დაკონსერვების) პროცესში ზოგიერთი ირიდოიდული შემცველობა მცირდება. მიუხედავად ამისა, ყოველი კატის ცხვირი განსხვავებულია. თქვენი შეიძლება გაგიჟდეს შავ ზეთისხილზე — ან ორივეზე ცხვირი აიბზუოს.
შეჯამება#
ზოგადად, კატისთვის ჩვენი სუფრისთვის განკუთვნილი პროდუქტის, მათ შორის ზეთისხილის მიცემა ცუდი აზრია, მაგრამ თუ ეს არ გადარდებთ და მაინცდამაინც გსურთ მას ზეთისხილი გაასინჯოთ:
- მიეცით მხოლოდ ძალიან პატარა ნაჭერი (იშვიათად, როგორც ნუგბარი).
- დარწმუნდით, რომ ის უკურკოა.
- კარგად გარეცხეთ წყალში, რომ ზედმეტი მარილი მოშორდეს.
- დარწმუნდით, რომ მასში არ არის ნიორი, ხახვი ან სხვა საკაზმი.
თუ შეამჩნევთ, რომ ზეთისხილის ჭამის შემდეგ კატას აქვს ღებინება ან დიარეა, უმჯობესია, საერთოდ ამოიღოთ ის მისი რაციონიდან.








